"ეს სასაცილოა და აბსურდია" - ნაპოლის ყოფილი მცველი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ეს სასაცილოა და აბსურდია" - ნაპოლის ყოფილი მცველი კვარაცხელიაზე

"ეს სასაცილოა და აბსურდია" - ნაპოლის ყოფილი მცველი კვარაცხელიაზე
23-01-2024, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა მცველმა, პაოლო ზილიანიმ იტალიურ მედიაში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა:

"ნაპოლის შემტევის, კვარაცხელიას წინააღმდეგ წესებს გამუდმებით არღვევენ, მსაჯები კი მეტ ყურადღებას უნდა იჩენდნენ."

"ეს აბსურდია. ეს ბიჭი შოუს დგამს, მაყურებელს ართობს, თუმცა ყვითელი ბარათების გამო ლაციოსთან მატჩის გამოტოვება უწევს, ამაზე უბრალოდ მეცინება."

"მეტოქეები კვარაცხელიასადმი ზედმეტად უხეშობენ და ტრავმის მიღების რისკიც ყოველთვის ძალიან დიდია, რის გამოც არბიტრები უნდა გამოფხიზლდნენ და სიმკაცრეს მოუხმონ"
, - ამბობს ზილიანი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.