იტალიური გამოცემა - "ნაპოლი ეძებს ფეხბურთელს, რომლელიც კვარაცხელიას ზოგჯერ მაინც შეცვლის" » სპორტის ხაზი

იტალიური გამოცემა - "ნაპოლი ეძებს ფეხბურთელს, რომლელიც კვარაცხელიას ზოგჯერ მაინც შეცვლის"

იტალიური გამოცემა - "ნაპოლი ეძებს ფეხბურთელს, რომლელიც კვარაცხელიას ზოგჯერ მაინც შეცვლის"
27-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"რეინჯერსთან" გამარჯვების მიუხედავად "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტის ჯერ კიდევ აქვს ეჭვი იმის შესახებ, რომ პარტენოპეის ეს შემადგენლობა საკმარისი არ არის სეზონის სტაბილურად გასაგრძელებლად.

იტალიური გამოცემა areanapoli-ი ამის შესახებ წერს და აცხადებს, რომ სპალეტი ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას შეეცდება, ერთ-ერთი კი მარცხენა ფლაგი იქნება.

"ნაპოლის" დი ლორენცოს და კვარაცხელიას პოტენციური შემცვლელი არ ჰყავს, რაც გუნდში სერიუზოულ პრობლემებს აჩენს. ასევე განხილვის საგანია რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელების ნაკლებობა.

"ალბათ, ნაპოლის მწვრთნელს, სჭირდება მოთამაშე, ვინც დი ლორენცოს ამოასუნთქებს და შესაძლოა, კვარაცხელიაც შეცვალოს. მაგრამ ყველაზე მეტად მას აფიქრებს ნახევარდაცვა, სავარაუდოდ, დომბელე, რომელიც სათანადო შემცვლელი არ არის.

რა თქმა უნდა, კრიშტიანო ჯუნტოლი (ნაპოლის სპორტული დირექტორი) შეეცდება სპალეტის მოთხოვნები გაითვალისწინოს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა იანვარში გუნდის მწვრთნელის მიერ დასახელებული ნაკლოვანებების მოგვარებას“ – ვკითხულობთ areanapoli-ს სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი