"პრემიერ ლიგიდანაც იყო ინტერესი, დიდი პერსპექტივა აქვს" - მჭედლიძე გოგლიჩიძეს დადებითად აფასებს » სპორტის ხაზი

"პრემიერ ლიგიდანაც იყო ინტერესი, დიდი პერსპექტივა აქვს" - მჭედლიძე გოგლიჩიძეს დადებითად აფასებს

"პრემიერ ლიგიდანაც იყო ინტერესი, დიდი პერსპექტივა აქვს" - მჭედლიძე გოგლიჩიძეს დადებითად აფასებს
22-01-2024, 21:36
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მჭედლიძის შუამავლობით ქუთაისის "ტორპედოდან" "ემპოლიში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი შედგა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, საბა გოგლიჩიძის კარიერის შესახებ ისაუბრა.

"საბა გოგლიჩიძის დამატებით რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, თანაც არამხოლოდ იტალიურები. წინადადება პრემიერ ლიგიდანაც იყო. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ "ემპოლიში" ჩამოვიდა. იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება" - თქვა მჭედლიძემ.

ახალგაზრდა ქართველმა იტალიელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და გუნდში 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ის "მონცასთან" მატჩში განაცხადში იყო, ტუმცა დებიუტი ჯერჯერობით არ შემდგარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.