მარტივი გამარჯვება - ლორიას "ანორთოსისი" კვიპროსის თასის 1/8 ფინალისტია » სპორტის ხაზი

მარტივი გამარჯვება - ლორიას "ანორთოსისი" კვიპროსის თასის 1/8 ფინალისტია

მარტივი გამარჯვება - ლორიას "ანორთოსისი" კვიპროსის თასის 1/8 ფინალისტია
27-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს "პაეკი" და "ანორთოსისი" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 1:4 დასრულდა.

გამარჯვების მიუხედავად აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ფამაგუსტელთა წარმატებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა გუნდის მთავარი მეკარე გიორგი ლორია დაასვენა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე მოედანზე ვერ ვიხილეთ ავთო ებრალიძე, რომელიც ტრამვირებულია და "ანორთოსის" მომდევნო შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ კრიპროსული გუნდი მერვედფინალში „პარალიმნს" დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი