სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ევროპაში დაბრუნება სურს » სპორტის ხაზი

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ევროპაში დაბრუნება სურს

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ევროპაში დაბრუნება სურს
22-01-2024, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის სერბი ფეხბურთელი საუდის არაბეთში წასვლას ნანობს და ევროპაში დაბრუნება სურს.

28 წლის სერბმა ნახევარმცველმა კლუბი გასულ ზაფხულს 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ დატოვა და "ალ-ჰილალთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისმა საქციელმა რომში გულშემატკივრები აღაშფოთა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ფუჭად კარგავდა თავისი კარიერის დიდებულ პერიოდს.

მილინკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთის პრო ლიგაში საკმაოდ ძლიერად გამოიყურებოდა, 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

იტალიური "Il Messaggero-ს" ცნობით, სავიჩი შეხვდა "ლაციოს" თავკაც სარისა და პრეზიდენტ ლოტიტოს, რათა კლუბში დაბრუნების შესახებ ესაუბრა.

მილინკოვიჩ-სავიჩი იტალიაში 2015/2016 წლების სეზონიდან 2022/2023 წლების სეზონის ჩათვლით თამაშობდა. მან ლაციოს მაისურით 341 მატჩი ჩაატარა, სადაც 69 გოლის გატანა და 59 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

შეგახსენეთ, რომ ევროპაში დაბრუნების სურვილი ასევე გამოხატეს ფირმინომ და ბენზემამაც, ჰენდერსონმა კი აღნიშნული უკვე განახორციელა და ამსტერდამის "აიაქსს" მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი