როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ნაპოლიმ იტალიის სუპერ თასის 1/2-ფინალში ფიორენტინას 3:0 მოუგო და ფინალში კვალიფიცირდა.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლის მეტოქე გუშინდელ შეხვედრაში გაირკვა, რომელშიც ინტერმა ლაციო ამავე ანგარიშით დაამარცხა და საბოლოო სტადიაზე დამაჯერებლად გავიდა.
ცნობისთვის, იტალიის სუპერ თასის ფინალი 2 დღეში, 22 იანვარს შედგება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.