"რატომ ვერ უნდა ვითამაშო საქართველოს ნაკრებში?" - კონსტანტინე მარადიშვილი » სპორტის ხაზი

"რატომ ვერ უნდა ვითამაშო საქართველოს ნაკრებში?" - კონსტანტინე მარადიშვილი

"რატომ ვერ უნდა ვითამაშო საქართველოს ნაკრებში?" - კონსტანტინე მარადიშვილი
20-01-2024, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ინფორმაციით, რუსეთში მოთამაშე კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშს უახლოეს მომავალში შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ კომენტარს თავად ფეხბურთელიც აკეთებს, რომელიც ამავე ფაქტში უცნაურს ვერაფერს ხედავს:

"ქართული პასპორტი სექტემბერში ავიღე. ახლა ფედერაციას ველოდები, რომელმაც ფიფაში განაცხადი უკვე შეიტანა. ისინი მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით დაცდა მომიწევს."

"ვიზრდები და ნელ-ნელა ცხოვრებისადმი შეხედულებები მეცვლება. ახლა საქართველოში თამაში მინდა"
- თქვა მარადიშვილმა

ცნობისთვის, მაშინ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარადიშვილმა არჩევანი რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებზე გააკეთა, ახლა კი მას საქართველოში თამაში სურს, რასაც ბევრი ქართველი ქომაგი მკაცრად ეწინააღმდეგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი