"მეტოქეს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა" - ანჩელოტი თასზე მარცხს აფასებს » სპორტის ხაზი

"მეტოქეს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა" - ანჩელოტი თასზე მარცხს აფასებს

"მეტოქეს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა" - ანჩელოტი თასზე მარცხს აფასებს
19-01-2024, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ, "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასზე 4:2(2:2) წაგებული მატჩი შეაფასა:

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. პირველ ტაიმში ვინისიუსს თამაში უფრო გაუჭირდა, მაგრამ მეორეში მთავარი როლი შეასრულა, მეტოქის კართან მუდმივად სახიფათოდ მოქმედებდა და მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა.

რეალი, ატლეტიკოსთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო, რადგან მეტოქეს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი კვირა ჰქონდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა იბრძოლა და არც დამატებით დროში დაღლილა.

ლა ლიგაში დაცვაში საიმედოდ ვთამაშობთ, რასაც კოპა დელ რეიზე ვერ ვიტყოდი. ატლეტიკოს ბევრი გააქვს გოლს, განსაკუთრებით თავის მოედანზე. გოლები გავუშვით, მაგრამ ჩვენც გავიტანეთ."
- თქვა ანჩელოტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი