ტრანსფერი | ოსეი ბარნსმა დინამო თბილისი დატოვა » სპორტის ხაზი

ტრანსფერი | ოსეი ბარნსმა დინამო თბილისი დატოვა

ტრანსფერი | ოსეი ბარნსმა დინამო თბილისი დატოვა
17-01-2024, 12:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყოფილი ჩემპიონი, დინამო თბილისი მისმა განელმა ლეგიონერმა, ოსეი ბარნსმა დატოვა.

როგორც დაიწერა, 29 წლის აფრიკელი ნახევარმცველი კარიერას ასტანაში გააგრძელებს, რისი დამადასტურებელი პოსტიც ყაზახურმა მხარემ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

ასტანას ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ოსეიმ მათთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა, რასაც დამატებით თან ერთვის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების ფუნქციაც.

შეგახსენებთ, რომ ოსეი ბარნსი დინამო თბილისის შემადგენლობაში 2021 წლიდან თამაშობდა, რა დროშიც მან 11 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.