თორნიკე შენგელიას ტრავმა აქვს - რამდენ ხანს გამოტოვებს ქართველი? » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელიას ტრავმა აქვს - რამდენ ხანს გამოტოვებს ქართველი?

თორნიკე შენგელიას ტრავმა აქვს - რამდენ ხანს გამოტოვებს ქართველი?
17-01-2024, 02:51
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ზურგის ტკივილები აწუხებს და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამიტომ გამოტოვა ქართველმა კალათბურთელმა სერია ა-ში "ბრინდისთან" გამართული მატჩი, რომელიც "ვირტუსმა" 103:76 მოიგო. პირველადი ინფორმაციით, თორნიკე გუნდს მინიმუმ 10 დღე ვერ დაეხმარება.

ქართველი ფორვარდის შესახებ Sportando-დან ვიგებთ, გამოცემის ინფორმაციით თორნიკე შენგელია მაქსიმუმ ორ კვირას გამოტოვებს.

ტკივილის გამო შენგელია არ ითამაშებს ორ შეხვედრაში, 18 იანვარს "ასველის" წინააღმდეგ და იტალიის ლიგის დაპირისპირებაში კვირას "ვარეზესთან"

32 წლის კალათბურთელი ევროლიგის 21 ჩატარებულ მატჩში საშუალოდ 15.0 ქულას, 5.7 მოხსნას, 3.7 პასს აგროვებს და ევროპაში ამ მაჩვენებლით მე-5 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი