"ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მათ ტანდემს მირჩევნია" - მონტოლივო » სპორტის ხაზი

"ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მათ ტანდემს მირჩევნია" - მონტოლივო

"ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მათ ტანდემს მირჩევნია" - მონტოლივო
14-01-2024, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდო მონტოლივომ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, ქართველსა და ნიგერიელს საუკეთესო ტანდემი აქვთ ჩამოყალიბებული და მათზე უკეთესი დუეტი არ არსებობს:

"თუ აბსოლუტური თვალსაზრისით შევაფასებთ და ყველაფერს გავიაზრებთ, მაშინ ნაპოლის მათი სახით საუკეთესო დუეტი ჰყავთ."

"ცხადია, ძალიან კარგები არიან ლაუტარო და ტურამიც, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისინი ხვიჩასა და ოსიმენზე ძლიერები არიან."

"მიუხედავად იმისა, რომ ქართველსა და ნიგერიელს იმდენად კარგი სეზონი აღარ აქვთ, ისინი დანარჩენებს მაინც მირჩევნია"
, - თქვა რიკარდო მონტოლივომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი