გუშინდელ სერია A-ს შეხვედრაში ნაპოლიმ სალერნიტანას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგო.
მიუხედავად აღებული 3 ქულისა, იტალიურ მედიაში პარტენოპეის დამრიგებელს, ვალტერ მაცარის მწვავედ აკრიტიკებენ.
როგორც La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, ფილიპო ინძაგიმ ვალტერ მაცარის პირწმინდად აჯობა და მატჩის სცენარიც სალერნიტანას სურვილის შესაბამისად ვითარდებოდა.
"ფილიპო ინძაგიმ თამაშს საკუთარი გუნდის ხასიათი და იდენტობა მისცა, რაშიც ვალტერ მაცარი წარუმატებელი გამოდგა."
"ამ შეხვედრაში ნაპოლის მეტოქე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო, ისინი 3 ქულას ვერანაირად ვერ აიღებდნენ", - წერს გამოცემა