ისევ სკამიდან შეიყვანეს | საზონოვის ტორინომ ჯენოას ვერ მოუგო » სპორტის ხაზი

ისევ სკამიდან შეიყვანეს | საზონოვის ტორინომ ჯენოას ვერ მოუგო

ისევ სკამიდან შეიყვანეს | საზონოვის ტორინომ ჯენოას ვერ მოუგო
14-01-2024, 12:11
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-20 ტურში საბა საზონოვის ტორინო ჯენოას ესტუმრა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა ბოლოსკენ მაინც მიიღო.

ივან იურიჩმა საზონოვი მინდორზე 84-ე წუთზე ჯიჯის ტრავმის შემდეგ შეუშვა, რის გამოც გაჩნდა შანსი, რომ საბამ მომდევნო მატჩი პირდაპირ სასტარტო XI-დან დაიწყოს.

ცნობისთვის, ტორინოს მომდევნო შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება, მეტოქე კი კალიარი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი