დიდებული გამარჯვება | საქართველომ ევროზე გერმანიას მოუგო » სპორტის ხაზი

დიდებული გამარჯვება | საქართველომ ევროზე გერმანიას მოუგო

დიდებული გამარჯვება | საქართველომ ევროზე გერმანიას მოუგო
14-01-2024, 11:39
Aa Aa
გაზიარება:

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 5 ქულის სხვაობით, 15:10 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა მე-9 ადგილის ბადის ნახევარფინალის ეგიდით გაიმართა, ფინალში კვალიფიცირებული საქართველო კი ძალებს საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან გამოცდის.

გერმანიასთან გამართულ მატჩში საუკეთესო მეგოლე დუშან ვაშიჩი გახლდათ, რომელმაც 5 ბურთი გაიტანა, რასაც 2-2-2 გოლით სტეფან პიესავიჩი, რეზი იმნაიშვილი და ვალიკო დადვანი მისდევდნენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და საფრანგეთის დაპირისპირება 15 იანვარს, ჩვენი დროით 23:15-ზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი