36 წლის იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა,ლეონარდო ბონუჩიმ, "ფენერბაჰჩეში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ამაყი ვარ, რომ ამ დიდებული კლუბის მაისურს ვატარებ. უკვე ვგრძნობ უდიდეს მუხტს. ამ უძლიერეს გუნდთან შეერთებითა და თქვენი მხარდაჭერის მიღებით, მზად ვარ თავი არ დავიშურო და გავაკეთო ყველაფერი, რათა თქვენი ოცნებები ახდეს. ჩვენი ერთობლივი მოგზაურობა იწყება." - დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში.