ზურაბ მუსლიანის პრეზენტაცია - ქართველი სამხრეთ კორეულ კლუბში გადავიდა » სპორტის ხაზი

ზურაბ მუსლიანის პრეზენტაცია - ქართველი სამხრეთ კორეულ კლუბში გადავიდა

ზურაბ მუსლიანის პრეზენტაცია - ქართველი სამხრეთ კორეულ კლუბში გადავიდა
12-01-2024, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი, „გაგრის“ ყოფილი თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი სამხრეთ კორეის „გიონგნამში“ ოფიციალურად ჩაირიცხა და გუნდმა გულშემატკივრების წინაშე წარადგინა.

„საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ზურაბ მუსელიანმა საკუთარი ქვეყნის მთავარ ლიგაში 140 თამაში ჩაატარა და დიდი გამოცდილება აქვს. წარმოგიდგენთ ქართველ ბომბარდირს – მისგან შედეგიან თამაშს ველით“, – წერია სამხრეთ კორეის მეორე ლიგის გუნდის განცხადებაში.

„გაგრის“ თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ შვიდი გოლი გაუტანა და 17 გოლით, ჯოვინო ფლამარიონსა (ბათუმის „დინამო“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო თბილისი“) ერთად, ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი გახდა.

ამას გარდა, მუსელიანი 1991 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც მიხეილ ჯიშკარიანის რეკორდი გაიმეორა და ეროვნული ლიგის ერთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის სამივე ბომბარდირი საქართველოს ჩემპიონატიდან უცხოეთში წავიდა.

ზურაბ მუსელიანმა სამხრეთ კორეის „გიონგნამთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა – ეს მის კარიერაში პირველი უცხოური კლუბია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი