"ლუკა ლოჩოშვილი მაღალ დონეზე უნდა დაბრუნდეს" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ლუკა ლოჩოშვილი მაღალ დონეზე უნდა დაბრუნდეს" - იტალიური მედია

"ლუკა ლოჩოშვილი მაღალ დონეზე უნდა დაბრუნდეს" - იტალიური მედია
12-01-2024, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში, კერძოდ Sportgrigiorosso-ს გვერდებზე სტატია ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ გამოქვეყნდა.

როგორც ვკითხულობთ, დროა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრემონეზეს ცენტრალური მცველი მაღალ დონეზე სათამაშოდ დაბრუნდეს:

"კრემონეზემ სერია A-ში თავი წარმატებით ვერ დაგვამახსოვრა, თუმცა ამის გაკეთება ლუკა ლოჩოშვილმა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს რთული მატჩებიც ჰქონდა, მისი საბოლოო სახე საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა."

"სერია A-ში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ ძირითადის ფეხბურთელი გახდებოდა და კრემონეზეს დაცვაში დიდ დახმარებას გაუწევდა, თუმცა მან სასტარტოში ადგილი დაკარგა და პროგრესის ნაცვლად დაქვეითდა."

"ახლა დროა, რომ ლოჩოშვილი გამოფხიზლდეს და ისევ მაღალ დონეზე სათამაშოდ დაბრუნდეს, რისთვისაც დიდი შრომაა საჭირო"
, - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი