"ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ" - ქართველი ხელბურთელი » სპორტის ხაზი

"ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ" - ქართველი ხელბურთელი

"ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ" - ქართველი ხელბურთელი
12-01-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი გუშინ გაიხსნა, სადაც ჩვენი ბიჭები ნიდერლანდელებთან 34-29 დამარცხდნენ.

მიუხედავად მატჩის წაგებისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ხელბურთელი, გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"სამწუხაროდ, ეს მატჩი წავაგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი გვქონდა და ეს ბევრს ნიშნავს. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ."

"უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავინახოთ, თუ რატომ წავაგეთ და ამ შეცდომებზე ვისწავლოთ. ვამაყობ საკუთარი თავითაც და გუნდითაც. ეს ჩვენი პირველი ჯილდოა ევროპის ჩემპიონატზე. არ ვცდილობდი გავმხდარიყავი საუკეთესო ბომბარდირი ან საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიმეღო. უბრალოდ ვცდილობდი, რომ ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი, მაგრამ მატჩის ბოლოს საუკეთესოს ტიტულმა ძალიან გამახარა."

"რაც შეეხება ტრავმას, ყველაფერი რიგზეა. თავიდან ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს"
, - თქვა გიორგი ცხოვრებაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი