"სახლში დაბრუნებას ჰგავს" - სანჩო "დორტმუნდში" დაბრუნებით გახარებულია » სპორტის ხაზი

"სახლში დაბრუნებას ჰგავს" - სანჩო "დორტმუნდში" დაბრუნებით გახარებულია

"სახლში დაბრუნებას ჰგავს" - სანჩო "დორტმუნდში" დაბრუნებით გახარებულია
11-01-2024, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

ჯეიდონ სანჩო სეზონის ბოლომდე "დორტმუნდში" დაბრუნდა. სანჩო გერმანიაში 6-თვიანი იჯარის წესით ითამაშებს

"დღეს, როცა გასახდელ ოთახში შევედი, ეს ყველაფერი სახლში დაბრუნებას ჰგავდა, არასდროს დამიკარგავს კონტაქტი ამ ხალხთან.
ერთი სული მაქვს, კიდევ ერთხელ ვნახო ჩემი თანაგუნდელები, ვითამაშო ფეხბურთი ღიმილით, გავაკეთო საგოლე გადაცემები, გავიტანო გოლები და დავეხმარო "დორტმუნდს"
- ამბობს 23 წლის ინგლისელი.

ჯეიდონი "დორტმუნდში" 2017/2018 წლების სეზონიდან 2020/2021 წლების სეზონის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ პერიოდში 137 მატჩი ჩაატარა, სადაც 50 გოლის გატანა და 64 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

2021 წლის ზაფხულში კი სანჩო "მანჩესტერის" რიგებში გადავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 73 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ინგლისელმა 82 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 12 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჯეიდონ სანჩო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს და გუნდში 2024 წლის აგვისტომდე დარჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.