"ძვირფასი იმპერატორი იყო" - მსოფლიო ბეკენბაუერს ემშვიდობება » სპორტის ხაზი

"ძვირფასი იმპერატორი იყო" - მსოფლიო ბეკენბაუერს ემშვიდობება

"ძვირფასი იმპერატორი იყო" - მსოფლიო ბეკენბაუერს ემშვიდობება
9-01-2024, 13:44
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთმა ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალებით დიდი ლეგენდა დაკარგა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ასე ემშვიდობება:

"ის უდიდესი იმპერატორი და ძალიან ესთეტიკური ფეხბურთელი იყო, რომელმაც მუნდიალის მოგება მოახერხა. მისი გარდაცვალება ძალიან მეწყინა", - გარი ლინეკერი

"დღეს ჩემი ტკივილი დაუსრულებელია. ჩემთვის დიდი პატივი იყო 2018 წელს მასთან შეერთება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ორივემ შევძელით მუნდიალის მოგება როგორც ფეხბურთელებმა, ისე მწვრთნელებმა" - დიდიე დეშამი

"სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ის უფრო ბნელი, ჩუმი და უარესი გახდა. ჩვენ განვიცდით და გვტკივა მისი დაკარგვა. ფრანც ბეკენბაუერის გარეშე ბაიერნი ვერასდროს გახდებოდა ის, რაც დღეს არის" - მიუნხენის ბაიერნი

"ის ძალიან მოგვენატრება. ერთ-ერთი უიშვიათესი ადამიანი იყო, რომელმაც მუნდიალის მოგება სხვადასხვა რანგში შეძლო. მშვიდად განისვენე, იმპერატორო" - იან რაში

შეგახსენებთ, რომ ფრანც ბეკენბაუერი გუშინ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი