"კვარაცხელიას კაკასთან გაიგივება სულელური შეცდომა იყო" - დი კანიო » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას კაკასთან გაიგივება სულელური შეცდომა იყო" - დი კანიო

"კვარაცხელიას კაკასთან გაიგივება სულელური შეცდომა იყო" - დი კანიო
9-01-2024, 13:13
Aa Aa
გაზიარება:

დი კანიომ Sky Calcio Club-თან საუბრისას ნაპოლიზე ისაუბრა და რამდენიმე მოთამაშე მწვავედ გააკრიტიკა:

"ნაპოლის ახლა კატასტროფული პერიოდი უდგას, თუმცა მართლები არც ჩვენ ვიყავით, როდესაც სტანისლავ ლობოტკა ახალი ინიესტა გვეგონა, ხვიჩა კვარაცხელია კი რიკარდო კაკა."

"ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც სირთულეების თავის თავზე აღებას შეძლებდა"
, - ამბობს დი კანიო

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მეცხრე პოზიციას 28 ქულით იკავებს, მათი მომდევნო თამაში კი 13 იანვარს სალერნიტანასთან შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი