გოგას ორმაგი დუბლი | ბითაძის გუნდმა NBA-ში დამატებით დროში მოიგო » სპორტის ხაზი

გოგას ორმაგი დუბლი | ბითაძის გუნდმა NBA-ში დამატებით დროში მოიგო

გოგას ორმაგი დუბლი | ბითაძის გუნდმა NBA-ში დამატებით დროში მოიგო
8-01-2024, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის ორლანდომ NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

ბითაძემ ატლანტას წინააღმდეგ პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თავად შეხვედრის გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი დამატებითი ტაიმი დაინიშნა, რომლის შემდეგაც ორლანდომ მეტოქე 7 ქულით, 117:110 დაამარცხა.

ცნობისთვის, გოგა ბითაძის გუნდი გათამაშების ცხრილის მე-5 ადგილს 21 მოგებითა და 15 წაგებით იკავებს, ქართველი მოთამაშე კი ძირითად ხუთეულში სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი