"მალხაზ ასათიანს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც.." - მიშა მშვილდაძე » სპორტის ხაზი

"მალხაზ ასათიანს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც.." - მიშა მშვილდაძე

"მალხაზ ასათიანს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც.." - მიშა მშვილდაძე
6-01-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

5 იანვარს მედიაში მალხაზ ასათიანის სიტყვები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ის მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან დიდი ისტორიული კავშირი აქვთ და რუსი სპორტსმენები პოლიტიკურ ნაბიჯებს არ უნდა შეეწირონ.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პოსტი ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ გამოაქვეყნა. აი, რას წერს ის:

"მალხაზ ასათიანს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც ყოველდღე არ გვეუბნებიან ღარიბაშვილი, წულუკიანი, კობახიძე, რიჟვაძე და ბიძინას სხვა აღზევებული მონები.
ამას თან თავისი მთელი ახალგაზრდობა და წარმატებული კარიერა ქემაინც აქვს რუსეთში გატარებული, მეგობრები ყავს, ხალხს იცნობს, პატარა სენტიმენტიც ექნება შემორჩენილი და ადამიანური სუბიექტურობით და ინფორმაციის ნაკლებობით ადვილად აიხსნება რაც მობოდა - ბიძინას ქოცისგან განსხვავებით, რომელსაც ფულის შოვნის გარდა არაფერი ამოძრავებს საერთოდ."

"ჰოდა, განა უნაგირს არ უნდა მოხვდეს - მოხვდეს - ოღონდ ცხენზე მეტი რო მოხვდეს, არაა სწორი - თორე გამოვა, რო მოვერიეთ და ვჩაგრავთ ამას იმათზე ჩაბოღმილები."

"რუსეთს რომ გოლი გაუტანა და მოვუგეთ, ეგ ისტორიაა, მაგის ემოციებიც დარენდერებულ-გახარჯულია უკვე და მანდ აღარაფერი შეიცვლება. ზოგადად, სამწუხაროა ძალიან, როცა განსაკუთრებული უნარების ადამიანები განსაკუთრებულ უგუნურებას დემონსტრირებენ. მარა მთავარი ბოროტი მოღალატე და ოკუპანტთან კოლაბორაციონისტი სად გვიზის, არ დაგვავიწყდეს"
, - წერს მშვილდაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი