"მას ოქტაგონზე ვაჩვენებ თუ რა სხვაობაა ჩვენს შორის" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე » სპორტის ხაზი

"მას ოქტაგონზე ვაჩვენებ თუ რა სხვაობაა ჩვენს შორის" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე

"მას ოქტაგონზე ვაჩვენებ თუ რა სხვაობაა ჩვენს შორის" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
8-01-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის მებრძოლის, ილია თოფურიას მომდევნო მეტოქემ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქართველზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის დამარცხებას აუცილებლად შეძლებს:

"ამ ეტაპზე მოსამზადებელი პერიოდი იდეალურად მიმდინარეობს. ახლა ვარჯიშებს ბრედ რიდელთან ერთად გავდივარ, რომელიც მონაცემებით ილიას აღემატება კიდეც, რის გამოც მასთან სპარინგი შესანიშნავ გამოცდილებას მაძლევს."

"ილია ახალგაზრდა ბიჭია და უკვე ფიქრობს, რომ ჩემს დამარცხებას შეძლებს. მისი ოფიციალური სტატისტიკა 14:0-ზეა, მაგრამ ყველა სოციალურ ქსელში მეთხუთმეტე მოგება უკვე მითითებული აქვს, რის გამოც პასუხს აგებს, მე მისი მარცხისთვის მოვდივარ."

"ოქტაგონზე ილიას ვაჩვენებ თუ რა სხვაობაა ჩემსა და მას შორის"
, - თქვა ვოლკანოვსკიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.