ითამაშებს თუ არა მილანთან საბა გოგლიჩიძე » სპორტის ხაზი

ითამაშებს თუ არა მილანთან საბა გოგლიჩიძე

ითამაშებს თუ არა მილანთან საბა გოგლიჩიძე
6-01-2024, 12:19
Aa Aa
გაზიარება:

ემპოლისა და საბა გოგლიჩიძის თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა, თუმცა საკითხავი ისაა თუ რამდენად მოესწრება ქართველი მცველის მილანთან თამაში, რომელიც ემპოლის 7 იანვარს უწევს.

როგორც MilanNews-მა დაწერა, იმის შანსი, რომ გოგლიჩიძემ ხვალვე ითამაშოს, საკმაოდ ცოტაა, თუმცა ნამდვილად შეიძლება თქმა, რომ მას სათამაშო წუთები დანარჩენ შეხვედრებში მიეცემა.

საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია და მას ეროვნულ ჩემპიონატში 30 შეხვედრა ამავე კლუბის მაისურით აქვს გამართული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა მცველმა იტალიურ კლუბთან 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი