"ამას სხვებთან არ აკეთებთ" - ჩავი ჟურნალისტებთან გაღიზიანდა » სპორტის ხაზი

"ამას სხვებთან არ აკეთებთ" - ჩავი ჟურნალისტებთან გაღიზიანდა

"ამას სხვებთან არ აკეთებთ" - ჩავი ჟურნალისტებთან გაღიზიანდა
5-01-2024, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "ბარსელონა" სტუმრად "ლას პალმასს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ნამატჩევს, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა:

"რეალს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით? თქვენ ჩემზე ყოველთვის უარყოფით ვარაუდებს გამოთქვამთ! ამას სხვა მწვრთნელებთან არ აკეთებთ...

მოვიგეთ და ასეთი ჩამორჩენა არ არსებობს, ასე რომ, ამაზე საუბარი აბსურდულია, არა?!'' - თქვა ესპანელმა.

19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ბარსას" 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს, რითაც ლიდერ "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი