საბა გოგლიჩიძე ემპოლიში | როგორია კონტრაქტის დეტალები » სპორტის ხაზი

საბა გოგლიჩიძე ემპოლიში | როგორია კონტრაქტის დეტალები

საბა გოგლიჩიძე ემპოლიში | როგორია კონტრაქტის დეტალები
5-01-2024, 13:46
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იცით, იტალიის ჩემპიონატისკენ გეზი მორიგ ქართველ მცველს უჭირავს. ამჯერად საქმე საბა გოგლიჩიძეს ეხება, რომელიც სულ მალე ემპოლის მოთამაშე უნდა გახდეს.

ამავე ქვეყნის პოპულარული ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა გოგლიჩიძე ემპოლიში 3.5 წლით დარჩება, ტორპედო ქუთაისი კი მასში 450000 ევროს გამოიმუშავებს.

სხვათაშორის, იწერებოდა ისიც, რომ საბას დამატებით სხვა იტალიური კლუბებიც ინტერესდებოდნენ, მაგალითად უდინეზე და იუვენტუსი, თუმცა გოგლიჩიძის დათანხმებაში ემპოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, 19 წლის საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოში 2021 წლიდან თამაშობს და მან შიდა ჩემპიონატში ამ დრომდე 30 მატჩი გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი