მამარდაშვილი - კეპას ბარტერი? - ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი - კეპას ბარტერი? - ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება

მამარდაშვილი - კეპას ბარტერი? - ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაციები ვრცელდება
4-01-2024, 18:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ვალენსიას" კარის დარაჯ გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსი" აქტიურობს, რისი წინაპირობაც ის გახლავთ, რომ ინგლისური კლუბი თანახმაა, გარიგებაში ამჟამად "რეალში" განათხოვრებული კეპა ჩართოს. ამ შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე ესპანურ გამოცემა GOL digital-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ვალენსიამ 2024 წელს მამარდაშვილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, კლუბის მომავალი მეკარე კი, სავარაუდოდ, კეპა გახდება. არიზაბალაგა გასულ ზაფხულს "რეალში" კურტუას ტრავმის შემდეგ აღმოჩნდა და თითქოს გუნდის ძირითადი გოლკიპერი უნდა ყოფილიყო. კარლო ანჩელოტი მას მართლაც ბრმად ენდობოდა, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა და როგორც ახლა ვიგებთ, დიდი შანსია, იგი "ვალენსიაში" აღმოჩნდეს. რასაც ხელს მამარდაშვილის გაყიდვა შეუწყობს.

მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა და ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ ახლა მისი გაყიდვისთვის იდეალური დროა. იმ თამაშის წყალობით, რომელსაც მამარდაშვილი ამ სეზონში აჩვენებს, გაიზარდა მისი სატრანსფერო ღირებულებაც და იმ მსურველი გუნდების რაოდენობაც. სწორედ ამიტომ, თუკი რაიმე სიურპრიზი არ მოხდა, გიორგი "ვალენსიას" მალე დატოვებს. ეს სოლიდური ფინანსური გარიგების ხარჯზე მოხდება და უკვე ისიც ვიცით, ვისი მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი.

იმ დიდი კლუბებიდან, რომლებიც მამარდაშვილს აკვირდებიან, ფავორიტი "ჩელსია". ეს მოულოდნელი ნამდვილად არაა, რადგანაც პრემიერლიგის კლუბი ინტერესს ადრეც გამოხატავდა, უბრალოდ, 2024 წელს ყველაფერი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რასაც ხელს "ჩელსის" გადაწყვეტილება, გარიგებაში ჩართოს კეპა არიზაბალაგა, მეტად შეუწყობს. ამ უკანასკნელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა ლუნინთან წააგო."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.