ახალგაზრდა ქართველი სერია ა-ში მიდის | რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი? » სპორტის ხაზი

ახალგაზრდა ქართველი სერია ა-ში მიდის | რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი?

ახალგაზრდა ქართველი სერია ა-ში მიდის | რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი?
4-01-2024, 02:11
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი ხდება, ქუთაისის "ტორპედოს" 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე მალე კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს, საინტერესოა თუ რა თანხას მიიღებს ახალგაზრდა მოთამაშისთვის ქართული კლუბი?

ქართულ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე დაყრდნობით, გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს, შესაბამისად ტორპედო სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს.

ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია, შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის საფასურად 450,000 ევროს გადაუხდის.

საბა გოგლიჩიძის დამატებით ემპოლი, იუვენტუსი და უდინეზეა დაინტერესებული. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხვალ ფეხბურთელი ლევან მჭედლიძესთან ერთად რომში გაფრინდება და უახლოეს საათებში გადაწყდება, საბა გოგლიჩიძის ახალი გუნდის ბედიც. (Geo Team)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.