ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო » სპორტის ხაზი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო
2-01-2024, 22:27
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი 2024 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო, ქართველი ჩოგბურთელი ლუქსემბურგში 25 ქულიან ჩელენჯერზე ასპარეზობს, სადაც პირველი რაუნდი წარმატებით გაიარა.

ნიკოლოზის მეტოქე დანიელი მოლერი გახლდათ, 20 წლის ჩოგბურთელი ATP-ის 397-ე ჩოგანია და მისი დამარცხება ქართველმა ორ სეტში 4:6 5:7 შეძლო და შარშანდელი ცუდი სეზონის უკან მოტოვება წარმატებით დაიწყო.

ბასილაშვილისთვის 2023 წელი ძალიან ცუდი გამოდგა, გადაიტანა უმძიმესი ოპერაციები და მისი ცუდი ფორმა და გამოტოვებული ტურნირები მის რეიტინგზეც აისახა, სამწუხაროდ ქართველმა წინა სეზონი 596-ე ადგილზე დაასრულა და ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგნის წოდებაც დაკარგა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ჩეხი სპორტსმენი ფორეტეკი იქნება, შეხვედრა კი ხვალ გიამართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი