საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება » სპორტის ხაზი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
31-12-2023, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ მახარაძეს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. იყო გარეჯის, ლოკომოტივის, მერანი 91-ის, სიონის, ზესტაფონის, ოლიმპის, დილას, სასკოს, გურიას, საპოვნელას და რუსთავის მთავარი მწვრთნელი. 2007 წელს, მის მიერ გაწვრთნილი ზესტაფონი საქართველოს თასის მფლობელი გახდა, 2009/10 სეზონში კი, რუსთავის ოლიმპითან ერთად თემურ მახარაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი