"თვალი ხელფასისკენ გაურბის, ფეხბურთზე იფიქროს" - ნაპოლის ფანები ხვიჩაზე წერენ » სპორტის ხაზი

"თვალი ხელფასისკენ გაურბის, ფეხბურთზე იფიქროს" - ნაპოლის ფანები ხვიჩაზე წერენ

"თვალი ხელფასისკენ გაურბის, ფეხბურთზე იფიქროს" - ნაპოლის ფანები ხვიჩაზე წერენ
30-12-2023, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრა კვლავ უგოლოდ დატოვა ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის ბოლოდროინდელ სათამაშო ხარისხსაც ძალიან ბევრი იტალიელი აკრიტიკებს. აი, რას წერენ ისინი კვარას გუშინდელი მატჩის შესახებ:

"თვალები ხელფასისკენ გაურბის, ფეხბურთზე უნდა კონცენტრირდეს"

"ახლა დავინახე, რომ ოსიმენის გარეშე მარტო ვერაფერს გააკეთებს"

"არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ეს ბიჭი წინა სეზონის აჩრდილიც კი არაა"

"მასზე გაცილებით დიდი მოლოდინი და სტანდარტებია, ასე არაფერი გამოვა"

"კვარაცხელია დიდი სიმძიმით თამაშობს, ასეთი ცუდი ის არასდროს ყოფილა"

"ხვიჩას თუ კარგ თანაგუნდელებს არ მიუყვანენ, მარტო ვერაფერს გახდება"

"საშინლად თამაშობს, ყურებაც კი აღარ მოგინდება ამ მდორე ფეხბურთის", - წერენ ნაპოლის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი