29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მონცას ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, კერძოდ პატრიკ ჩიურიამ გააკეთა, რომელმაც გაამჟღავნა თუ როგორ შეძლეს მან და მისმა თანაგუნდელებმა კვარაცხელიას განეიტრალება:
"ეჭვი არ არსებობს, ის ნამდვილი ლიდერია და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამაზე დავას აზრი არ აქვს."
"როგორ შევაჩერეთ ის? - ჩვენ ეს ყოველივე გუნდური სულისკვეთებით მოვახერხეთ", - თქვა პატრიკმა