10 წუთი ლაციოსთან | რა შეფასება მიიღო გიორგი კვერნაძემ » სპორტის ხაზი

10 წუთი ლაციოსთან | რა შეფასება მიიღო გიორგი კვერნაძემ

10 წუთი ლაციოსთან | რა შეფასება მიიღო გიორგი კვერნაძემ
30-12-2023, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატში გიორგი კვერნაძის ფროზინონე ლაციოს ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ის დი ფრანჩესკომ მინდორზე 79-ე წუთზე გამოუშვა, ზუსტად მაშინ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 2-1 იყო და სტუმრებს გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა მალევე მესამე მიიღეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.

ახალგაზრდა გიორგი კვერნაძეს უცხოურმა Sofascore-მ 6.5 სარეიტინგო ქულა დაუწერა.

აქვე გეტყვით, რომ ფროზინონე თავის მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 6 იანვარს მონცას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი