საგარეჯოს გარეჯი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვარკვევთ, რომ მათი კაპიტანი, გიორგი ხარებაშვილი კარიერას მიხალოვცეში აგრძელებს:
"გიორგი ხარებაშვილი კარიერას სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მადლობას ვუხდით გიორგის ჩვენი გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს", – წერს გარეჯი
გარეჯის პოსტს თავად ფეხბურთელიც ეხმაურება:
"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხდოთ გულშემატკივრებს ჩემი გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავდით. მინდა წარმატება ვუსურვო "გარეჯი 1960"-ს – დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - დაწერა ხარებაშვილმა