"ჩემი ოცნება რეალობად იქცა" - ვიტორ როკეს პირველი კომენტარი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ჩემი ოცნება რეალობად იქცა" - ვიტორ როკეს პირველი კომენტარი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ

"ჩემი ოცნება რეალობად იქცა" - ვიტორ როკეს პირველი კომენტარი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ
28-12-2023, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონაში ტრანსფერისა და ამავე ქალაქში ჩაფრენის შემდეგ ვიტორ როკემ ადგილობრივ ჟურნალისტებთან პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა:

"რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვნებაა. ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო, რაც რეალობად იქცა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა მთლიან გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ვისწავლო, ბევრი გოლი გავიტანო და ამ ყველაფრით ვისიამოვნო."

"ბარსელონაში ტრანსფერი არამარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის ოცნებაც იყო. ფაქტი, რომ ახლა აქ, ამ გუნდში ვარ, ჩემთვის აღძრავს სურვილს, რომ ბარსასთვის ყველაფერი ღირებული გავაკეთო და კლუბს ყველანაირი წარმატების მიღწევაში დავეხმარო"
, - თქვა ახალგაზრდა ბრაზილიელმა

ცნობისთვის, 18 წლის ვიტორ როკეს ბარსელონაში ტრანსფერი 61 მილიონ ევრომდე დაჯდა, ამას კი 30 მილიონამდე პოტენციური ბონუსებიც ემატება. აშკარაა, რომ კატალონიაში ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის ძალიან ეიმედებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი