77 თუ 7 | ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო » სპორტის ხაზი

77 თუ 7 | ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო

77 თუ 7 | ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო
28-12-2023, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ახალი შვიდიანი, - ეს არის კითხვა, რომელზეც ქართველი გულშემატკივარი ელიფ ელმასის ლაიპციგში ტრანსფერმა დააფიქრა.

ჩრდ.მაკედონიელი ფეხბურთელის გერმანულ კლუბში ტრანსფერი გუშინ გაოფიციალურდა, მისი 7 ნომერი კი უკვე წარსულს ჩაბარდა.

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიას 7-ნომრიანი მაისურის აღება თავიდანვე სურდა, რადგან მისი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, თუმცა ნაპოლიში გადასვლის დროს ეს ნომერი სწორედ ელმასს ჰქონდა აღებული, კვარა კი 77 ნომერს დასჯერდა.

სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ კვარა ძველი გზის გაგრძელებას აპირებს და მეშვიდე ნომრის აღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი