ბათუმიდან ქაირათში - გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ბათუმიდან ქაირათში - გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

ბათუმიდან ქაირათში - გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
27-12-2023, 13:22
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო ბათუმის" ფეხბურთელი გიორგი ზარია კარიერას "ქაირათში" გააგრძელებს. ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.

კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

"ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.

გიორგი ზარია 2021 წლიდან დინამო ბათუმში თამაშობდა, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე 91 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მას განსაკუთრებით კარგი ეროვნული ლიგის ბოლო სეზონი ჰქონდა, რომელშიც 33 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

26 წლის მოთამაშე მანამდე "დინამო თბილისის" წევრი იყო, საქართველოს ნაკრებში კი, ერთ ჩატარებულ შეხვედრას, სასტარტო შემადგენლობიდან, ესპანეთის წინააღმდეგ ითვლის, სადაც ჩვენი ნაკრები დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა.

ზარიამ პროფესიული კარიერა საქართველოში, "სასკოში" დაიწყო. 2015 წელს დედაქალაქურ "დინამოში" გადავიდა, სადაც ხუთწელიწადნახევარი ითამაშა. გუნდთან ერთად საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახდა, ორჯერ მოიგო ეროვნული თასი და სუპერთასი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გიორგი ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან 39 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ქაირათში" ასპარეზობს ლუკა გადრანი, რომელიც აღნიშნულ გუნდში "აქტობესთან" გადავიდა. იგი სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს და ყაზახეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.