Planete PSG: კვარაცხელიას მსურველთა რიცხვს "პსჟ" შეუერთდა » სპორტის ხაზი

Planete PSG: კვარაცხელიას მსურველთა რიცხვს "პსჟ" შეუერთდა

Planete PSG: კვარაცხელიას მსურველთა რიცხვს "პსჟ" შეუერთდა
26-12-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანია ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე სხვადასხვა ტოპ კლუბში, უცხოურ მედიებში საუბარი არ წყდება.

ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაციები, იმის თაობაზე, რომ ქართველი შემტევის საკუთრ გუნდში ხილვის მსურველთა რიცხვს "პარი სენ-ჟერმენიც" შეუერთდა.

ფრანგული გამოცემა Planete PSG წერს კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე წერს:

"კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენს" ისევ აინტერესებს, "ნაპოლის" ვარსკვლავი, რომელიც ადრე "რეალთან" დააკავშირეს. დიდი შანსია, იანვრის თვე პარიზელთათვის, იმაზე უფრო დატვირთული აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდით".

კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე ასევე წერს ცნობილი თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური:
" "ნაპოლის" 22 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ აინტერესებთ "ჩელსის", "ლივერპულს", "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსჟ-ს" " - წერს იგი X (Twitter) - ზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი