Sportitalia: მამარდაშვილის შეძენის მსურველებს "ინტერი" დაემატა » სპორტის ხაზი

Sportitalia: მამარდაშვილის შეძენის მსურველებს "ინტერი" დაემატა

Sportitalia: მამარდაშვილის შეძენის მსურველებს "ინტერი" დაემატა
24-12-2023, 17:18
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის შეძენის მსურველებს "ინტერი" დაემატა, ამის შესახებ იტალიური გამოცემა Sportitalia წერს.

"იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ზოგიერთი ტოპ კლუბი, მათ შორის "ინტერი", უკვე მუშაობს მომავალი ზაფხულის ტრანსფერებზე. იტალიური გუნდის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კლუბის გაძლიერებას გეგმავს და მეკარის პოზიციაზე კანდიდატურას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ იან სომერი შესანიშნავ სეზონს ატარებს, გუნდს მაინც სჭირდება გაახალგაზრდავება და 23 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ყველაზე რეალური ვარიანტია."


ესპანური კლუბი მამარდაშვილის 35 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდვას არ აპირებს, რაც როგორც ცნობილია "ინტერის" ამჟამინდელ შესაძლებლობებს სცდება, მით უმეტეს, როცა რეალურად ვალენსიელთა კარის დარაჯის სატრანსფერო თანხა სხვა კლუბების კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე თავისუფლად შესაძლებელია გაიზარდოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი