"ვვარჯიშობდი, მოვიდა ეს ორი პატარა ბიჭი და.." - ზაზა ფაჩულიას ემოციური ვიდეო » სპორტის ხაზი

"ვვარჯიშობდი, მოვიდა ეს ორი პატარა ბიჭი და.." - ზაზა ფაჩულიას ემოციური ვიდეო

"ვვარჯიშობდი, მოვიდა ეს ორი პატარა ბიჭი და.." - ზაზა ფაჩულიას ემოციური ვიდეო
24-12-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

"მინდა, ძალიან მაგარი გაგიზიაროთ, ახლა ვვარჯიშობდი დარბაზში და შუა ვარჯიშის დროს, მოვიდა ორი ძალიან მაგარი ბიჭი და მეუბნებიან ასეთ რაღაცას: რამდენიმე წლის წინ, გორში რომ გავხსენი გალფთან ერთად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის მოედანი, მაშინ პირველად ჰქონდათ შეხება კალათბურთთან და მაგის მერე, როგორც თვითონ ამბობენ, მოწამლულები არიან კალათბურთით და უბედნიერესი ვარ, რომ ასეთი რაღაც გავიგე.

ასეთი ისტორიები რომ გესმის, ძალიან ბედნიერი ხარ და უფრო მეტი რამის გაკეთება გინდა", - ამბობს ფაჩულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი