"მატჩი ჩააგდო და ეს პირველი შემთხვევა არაა" - იტალიაში ხვიჩას აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"მატჩი ჩააგდო და ეს პირველი შემთხვევა არაა" - იტალიაში ხვიჩას აკრიტიკებენ

"მატჩი ჩააგდო და ეს პირველი შემთხვევა არაა" - იტალიაში ხვიჩას აკრიტიკებენ
24-12-2023, 11:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ რომასა და ნაპოლის დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 87 წუთი გაატარა და 7.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

გარდა ამ შეფასებისა, კვარა იტალიურ მედიაში ვერბალურადაც შეაფასეს, თუმცა აღნიშნული ხვიჩასთვის და მისი ქომაგებისთვის არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნება:

"გვაქვს კითხვა, სად გაქრა რომასთან ხვიჩა კვარაცხელია? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მინდორზე იყო, თუმცა მისი კვალი არსად ჩანდა. ის თითქოს დრიბლინგს ცდილობდა, ზოგიერთ მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა, თუმცა ეს ის ნამდვილად არაა, რასაც თავად ფეხბურთელმა შეგვაჩვია", - Areanapoli

"რომასთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია. აშკარაა, რომ ნაპოლის თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლი უნდა მოუნახოს", - Sky

"თამაშიდან გამოთიშეს და შარშანდელივით ხასიათი აღარ ეტყობა, თითქოს ჩამქრალია და გაბრწყინება არ შეუძლია"
, - Calcionapoli



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი