რამდენიმე საათის წინ დასრულდა მატჩი ქართველი ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორსა" და "ბეშიქთაშს" შორის, ანგარიშით 2:1.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის შემტევმა მოედანზე სულ 80 წუთი გაატარა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საბა თურქული კლუბის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. უცხოურმა საიტმა ლობჟანიძე 6.9 ქულა დაუწერა რაც ნამდვლიად არ ყოფილა საუკეთესო შედეგი თურქული კლუბის რიგებში.
შეგახსნებთ იმასაც, რომ "ჰათაისპორი" 10 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.