"ამიტომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა კვარაცხელია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ამიტომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა კვარაცხელია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"ამიტომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა კვარაცხელია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
22-12-2023, 16:47
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ Corriere dello Sport-ს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის, რობერტო სტელონეს სიტყვები მოჰყავს, რომლითაც ის ხვიჩა კვარაცხელიას აფასებს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომელთა გამოც ქართველ ტალანტს ამ სეზონში თამაში შედარებით უჭირს:

"საქმე ისაა, რომ 2022/2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ყველასთვის აღმოჩენა და სიურპრიზი იყო, თუმცა ახლა მასზე ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რის გამოც თამაშებში ხვიჩას ორი, ზოგჯერ კი სამი კაცი მეურვეობს, ეს კი მისთვის სირთულეებს ქმნის."

"გარდა ამისა, შესაძლოა, რომ პრობლემა ფსიქოლოგიური ან ფიზიკურიც იყოს, თუმცა ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რადგან ნაპოლის ვარჯიშს ბოლო პერიოდში არ დავსწრებივარ"
, - თქვა სტელონემ

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარის გუნდი თავის მომდევნო თამაშს ხვალ გამართავს, მეტოქე კი ჟოზე მოურინიოს რომა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი