"მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით?!", - სპალეტის პასუხი ჟოზეს » სპორტის ხაზი

"მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით?!", - სპალეტის პასუხი ჟოზეს

"მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით?!", - სპალეტის პასუხი ჟოზეს
24-10-2022, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, რომამ საკუთარ მოედანზე ნაპოლის უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მოედანზე 90 წუთი გაატარა ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც დღეს გუნდს დაცვაში უფრო აქტიურად ეხმარეობდა და ხშირად ორთაბძოლებშიც იღებდა მონაწილებას - საბოლოოდ, ხვიჩამ შეფასების სახით 6.7 ქულა დაიმსახურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნაპოლი მოგებას არ იმასხურებდა, რასაც, ნაპოლის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმაც უპასუხა:

"მოურინიომ თქვა, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით? მის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, უბრალოდ შეხვედრის ანალიზის გაკეთება მინდა.

ეს ხაფანგებით სავსე თამაში იყო, ჩემმა გუნდმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, 2-3 საგოლე მომენტი შევქმენით, რაც საბოლოო ჯამში გამარჯვებაში დაგვეხმარა.

შესაძლოა, იმ სტილისგან, რასაც მიჩვეულები ვართ, ცოტათი განსხვავებულ სტილში მოვიგეთ, მაგრამ ეს ჩემი გუნდის დამსახურებას კიდევ უფრო ზრდის
", - განაცხადა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი