"კვარას გოლზე ბოლო ხმაზე ვყვიროდი" - არიგო საკიმ ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩი გაიხსენა » სპორტის ხაზი

"კვარას გოლზე ბოლო ხმაზე ვყვიროდი" - არიგო საკიმ ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩი გაიხსენა

"კვარას გოლზე ბოლო ხმაზე ვყვიროდი" - არიგო საკიმ ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩი გაიხსენა
22-12-2023, 13:28
Aa Aa
გაზიარება:

გასულ სეზონში ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი გამარჯვება ტურინის იუვენტუსთან მოიპოვა, როდესაც მათ "ბებერი ქალბატონი" 5:1 გაანადგურეს.

აღნიშნული მატჩი საფეხბურთო ლეგენდამ, არიგო საკიმ გაიხსენა და თქვა, რომ სპალეტის გუნდის ტრიუმფთან სიტყვა იღბალს არაფერი არ ესაქმებოდა:

"როდესაც ნაპოლიმ იუვენტუსი გაანადგურა, ამან ის ძალა წარმოაჩინა, რაც ნაპოლის რეალურად ჰქონდა. მაშინ ნაპოლის ასეთმა გაბრწყინებამ ბევრი გულშემატკივარი დააბნია, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა."

"იტალიაში საკმაოდ ბევრი გუნდია ისეთი, რომელსაც გამორჩეული ნიშა და თვისება, ხასიათი არ აქვს, ნაპოლიმ კი თავისი სიტყვა თქვა, რის გამოც ჩემპიონობა დაიმსახურა."

"განსაკუთრებით გახარებული ვიყავი ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე, რომლის დროსაც ბოლო ხმაზე ვყვიროდი"
, - იხსენებს არიგო საკი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი