თვალები ბიზნესისკენ - დე ლაურენტისი სუპერლიგის იდეას მხარს უჭერს » სპორტის ხაზი

თვალები ბიზნესისკენ - დე ლაურენტისი სუპერლიგის იდეას მხარს უჭერს

თვალები ბიზნესისკენ - დე ლაურენტისი სუპერლიგის იდეას მხარს უჭერს
21-12-2023, 20:02
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, დილის საათებში გავრცელებულმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სუპერლიგის იდეა მორიგ ჯერზე გააცოცხლა, ამჯერად კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ეს მანამდე იყო.

EU-მ შეუსაბამოდ ცნო ყველა ის წესი და ბერკეტი, რომელსაც ფიფასა და უეფას დუეტი სუპერლიგის ჩასახშობად იყენებდა, რის გამოც ახალი საფეხბურთო ლიგის დაფუძნების იდეა დასახულ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის დაარსებას მხარს თავიდანვე უჭერდა ნაპოლის პრეზიდენტი, რომელიც ფიფასა და უეფას მონოპოლისტებს ყოველთვის თამამად ეძახდა.

როგორც ახლა ირკვევა, ნაპოლი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც სუპერლიგის შექმნას მხარს ღიად უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური საფრთხეები ფიფასა და უეფასგან რეალურად მძვინვარებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სუპერლიგის დაარსებას უარი ხელახლა მანჩესტერ იუნაიტედმა, მიუნხენის ბაიერნმა, მადრიდის ატლეტიკომ და სევილიამ უთხრეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი