"ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის მალე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება" - Eurosport ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის მალე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება" - Eurosport ხვიჩაზე

"ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის მალე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება" - Eurosport ხვიჩაზე
24-10-2022, 21:45
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი უცხოური სატელევიზიო მაუწყებელი, კერძოდ Eurosport "ნაპოლის" წარმატებულ თამაშს ეხმაურება, სადაც გუნდის ეფექტური გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს:

"რამ განაპირობა ნაპოლის ასეთი კარგი დასაწყისი? - თუ ფეხბურთელის არჩევაზე მიდგება საქმე, მაშინ აუცილებლად ხვიჩა კვარაცხელიას ავირჩევ, რომელიც ამ ნაპოლის ნამდვილი ვარსკვლავია. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც იტალიაში მოასპარეზე ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, ხვიჩამ მილანთან გადამწყვეტი როლი ითამაშა და გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა. ნაპოლის შემტევს ყველა თამაშზე დამანგრეველი გავლენა აქვს და რთულია გაიხსენო მატჩი, სადამ კვარაცხელიამ თავისი სიტყვა არ თქვა. ისე ჩანს, თითქოს კვარაცხელია მთელი ცხოვრებაა ამ დონეზე თამაშობს, არადა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ის თავის ამპლუაში მალე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ზოგიერთმა გულშემატკივარმა მას კვარადონაც კი შეარქვა, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ გადაჭარბებული შედარებაა, თუმცა რაც ფაქტია, ქართველი უდიდესი ნიჭის პატრონია." - წერს Eurosport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი