"ნაპოლისთვის" კოპა იტალია მერვედფინალურ სტადიაზე დასრულდა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი შინ "ფროზინონესთან" 0:4 დამარცხდა და ასპარეზობას სამარცხვინოდ გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ვალტერ მაცარიმ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა:
"ჩვენი გულშემატკივარი ასეთი თამაშის ხილვას არ იმსახურებს, ეს წარმოუდგენელია და მძიმე გაკვეთილი მივიღეთ.
წაგება გასაკვირი არ არის, მაგრამ შინ ყურების ჩამოშვება და მეტოქისთვის ამხელა კომფორტის შექმნა მიუღებელია.
"ფროზინონემ" კარგად ითამაშა, მაგრამ მჯეროდა, რომ მეორე ტაიმში ცვლილებები საკმარისი იქნებოდა მატჩის მოსაგებად, თუმცა შევცდი და ის მოხდა რაც მოხდა." - განაცხადა მაცარიმ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ვერც სერია A-ში დაფრინავს და გუნდი მეხუთე ადგილზეა.