"ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადები" - ილია თოფურია ვოლკანოვსკისთან ბრძოლაზე » სპორტის ხაზი

"ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადები" - ილია თოფურია ვოლკანოვსკისთან ბრძოლაზე

"ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადები" - ილია თოფურია ვოლკანოვსკისთან ბრძოლაზე
19-12-2023, 14:34
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანურ Marca-ს ინტერვიუ მისცა და ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ეს იქნება ორთაბრძოლა, რომლისთვისაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვემზადები. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სულ არ აქვს აზრი იმას, თუ ვინ იქნება მეტოქე, რადგან შედეგი მუდმივად ჩემს სასიკეთოდ იქნება."

"ეჭვი არასდროს მეპარებოდა საკუთარ თავში, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ბოლოს მაინც ჩემპიონი გავხდები."

"იმისთვის, რათა ჩემპიონებთან ბრძოლა შეძლო, შენ საოცარი მენტალიტეტი და გონებრივი გამძლეობა გჭირდება, რისთვისაც თავდაუზოგავი შრომაა საჭირო."

"ჩემთვის ერთ-ერთ უდიდეს სურვილს და მიზანს წარმოადგენს ის, რომ მემკვიდრეობა დავტოვო, რის ხარჯზეც სხვები საკუთარ თავებს უფრო მეტად ირწმუნებენ"
, - თქვა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.